Event-აგენტები
თქვენ მართავთ კლიენტსა და კონცეფციას. ჩვენ ვხდებით თქვენს ადგილობრივ production-პარტნიორად საქართველოში — სივრცეები, მომწოდებლები, ლოჯისტიკა და ღონისძიების დღის კოორდინაცია.
თბილისში · ვმუშაობთ მთელ საქართველოში
ლოკალური event-პროდაქშენი საქართველოში event-აგენტებისთვის, HR/People გუნდებისთვის და კომპანიებისთვის, რომლებიც გამოფენებსა და კონფერენციებზე ჩამოდიან. სივრცეები, მომწოდებლები, გამოცდილებები, მერჩი და ადგილზე კოორდინაცია — ერთი ადგილობრივი პარტნიორისგან.
ღონისძიების მოწყობა · თბილისი
ადგილობრივი ივენთ-პროდაქშენი
სივრცესთან, ქეითერინგთან, ტექნიკურ გუნდთან, ფოტოგრაფთან და ტრანსპორტთან ცალ-ცალკე საუბარი არ დაგჭირდებათ. ჩვენ ვქმნით საჭირო გუნდს და ყველაფერს ერთ პროექტად ვმართავთ.
Great experience
backed by
great organisation.
ვისთვის ვმუშაობთ
თქვენ ინარჩუნებთ სტრატეგიას, კლიენტთან ურთიერთობას ან შიდა მიზანს. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ადგილობრივ შესრულებაზე.
თქვენ მართავთ კლიენტსა და კონცეფციას. ჩვენ ვხდებით თქვენს ადგილობრივ production-პარტნიორად საქართველოში — სივრცეები, მომწოდებლები, ლოჯისტიკა და ღონისძიების დღის კოორდინაცია.
ოფსაიტებისთვის, team day-ებისთვის, რითრითებისა და თანამშრომლების აქტივობებისთვის, როცა ადგილობრივი ნაწილი სრულად უნდა იყოს ორგანიზებული.
კომპანიებისთვის, რომლებიც გამოფენებზე, კონფერენციებსა და side event-ებზე ჩამოდიან — ლოკალური ლოჯისტიკა, სივრცეები, branded production, მერჩი და სტუმრების გამოცდილებები.
საქართველო როგორც გამოცდილება
საქართველო შეიძლება ღონისძიების ნაწილი გახდეს ტურისტული პროგრამის განცდის გარეშე. ვაერთიანებთ თანამედროვე მასპინძლობას, ადგილობრივ საკვებს, ღვინოსა და ადგილებს, რომლებიც თქვენს გუნდსა და შეხვედრის მიზანს შეესაბამება.
სივრცეები
მხოლოდ ბმულებს არ გამოგიგზავნით. შეგვიძლია ადგილზე მისვლა, სივრცის შესაძლებლობების შეფასება, მენეჯერთან საუბარი და ყველა დეტალის წინასწარ დაზუსტება.
ღვინო და ქართული გამოცდილება
შევარჩევთ ქართულ ღვინოს, მოვიწვევთ სომელიეს, მოვაწყობთ კერძო დეგუსტაციას, მარანში ვიზიტს ან ვახშამს ღვინის შეხამებით. სურვილის შემთხვევაში დავგეგმავთ კახეთის პროგრამასაც.
ადგილობრივი გუნდი და მომწოდებლები
ვპოულობთ, ვაბრიფინგებთ და ვაკოორდინირებთ საჭირო სპეციალისტებს. ვმართავთ ვადებსა და კომუნიკაციას ყველა მონაწილეს შორის.
ბრენდირებული პროდუქცია ღონისძიების ნაწილია და არა ცალკე კატალოგი. ვამზადებთ welcome pack-ებს, საჩუქრებს, ტექსტილს, ბეჭდურ მასალებს, ნავიგაციასა და ერთიანი სტილის დეტალებს.
როგორ ვმუშაობთ
ადგილზე ყოფნა ყველაფერს ცვლის
შეგვიძლია სივრცის ნახვა, მომწოდებელთან შეხვედრა და დეტალების პირადად შემოწმება.
ვიცით რეალური არჩევანი, ხარისხის დონე და ადგილობრივი ფასები.
ვიცით, როდის ჯობს დარეკვა, შეხვედრა და როგორ დავაჩქაროთ გადაწყვეტილება.
იღებთ ერთ პასუხისმგებელ პარტნიორს და არა კონტაქტების ცხრილს.
ვაზუსტებთ გუნდს, სტუმრებს, თარიღებს, მიზანსა და სამუშაო ბიუჯეტს.
გთავაზობთ ფორმატსა და განხორციელების პრაქტიკულ ვარიანტებს.
ვარჩევთ სივრცეს და ვკრებთ ადგილობრივ პარტნიორებს.
ვათანხმებთ დეტალებს, გრაფიკსა და ყველა მომწოდებლის მუშაობას.
ადგილზე ვმართავთ გეგმას, გუნდსა და სრულ პროდაქშენს.
დავიწყოთ საუბარი
გვიამბეთ, რას გეგმავთ. დასაწყებად საკმარისია სავარაუდო თარიღი, სტუმრების რაოდენობა და სასურველი ფორმატი.